სასწავლო პროექტი
ლობიანი
1.
პროექტის სახელი:,,ლობიანი“
2. პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები იკვლევენ ლობიანის წარმოშობის
ისტორიას,მისი
მომზადებიის ,დაჭრის,მირთმევის თავისებურებებს.ადგენენ
ლობიანის რეცეპტების წიგნს,განათავსებენ
მოძიებულ ინფორმაციას ინტერნეტში.
3.პროექტის
სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან
ყოველმხრივ ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ
ცნობილ კერძს ლობიანს.გაიგებენ თუ რატომ ჰქვია
ლობიანი,რა ტრადიციები ახლავს მას,რომელ
დღესასწაულებზე აცხობენ მას აუცილებლად.კვლევას
ჩაატარებენ თავიანთ კუთხეში(სოფელში) და ა.შ.
მათემატიკურად გამოიკვლევენ ლობიანის ზომას,გეომეტრიულად
კი მის მოყვანილობას,საჭრის წესებს,
შეეჯიბრებიან დიასახლისობაში ერთმანეთს.შეფასდება
არა მხოლოდ ნამზადი ლობიანი,არამედ მომზადების
პროცესი.შექმნიან ლობიანის რეცეპტების ელექტრონულ
წიგნს.განათავსებენ მოძიებულ ინფორმაციას
ინტერნეტში. ასევე განათავსებენ სურათებს საქართველოს
იმ კუთხეების გამოსახულებით,რომელშიც
ცხვება კონკრეტული სახეობის ლობიანი.
4. მონაწილეთა
ასაკი: 6-14 წელი
5. ვადები/ ხანგრძლივობა: 17.12.2013 წელი-17.03.2014 წელი
6. პროექტის
შესაძლო აქტივობები კლასში:
კვლევა,დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე,ნამუშევრების
განთავსება
ბლოგში,პლაკატებისა და ნახაზების შექმნა.
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება
შეიქმნას: ლობიანის რეცეპტების
ელექტრონული ვერსია,
გამოცხვება სხვადასხვა სახის ლობიანი,ბავშვები
გაიღრმავებენ კულინარიულ ცოდნას.გაიღრმავებენ კომპიუტერთან
მუშაობას.შედგბა საინტრესო პრეზენტაციები.
8.სარგებელი სხვებისთვის:რეცეპტების წიგნის ელ-ვერსია.
9. სამუშაო
ენა: ქართული
10.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს სხვადასხვა საგნებში:ისტორია,მათემატიკა,ქართული,გეოგრაფია,საინფორმაციო
ტექნოლოგიები.
11.მონაწილები სხვა სკოლებიდან:
სხვადასხვა სკოლები
12.პროექტის ფასილიტატორი: თამილა ნემსწვერიძე
დეხვირის საჯარო სკოლა
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
14.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:dexviri.blogspot.com
