Wednesday, December 18, 2013

გაკვეთილის გეგმა


                დიფერენცირებული გაკვეთილის გეგმა


ავტორი:
თამილა ნემსწვერიძე
საგანი:
ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი:
3
თემა:
,,ჟირაფი ჟიჟი“
რესურსი:
მხატვრული ტექსტი,ავტორი- ლელა ცუცქირიძე
გამოყენებული მეთოდები,აქტივობები:
·         ტექსტის მიმოხილვა

·         შესაძლო წინადადებების აგება საკვანძო სიტყვების გამოყენებით

·         მასწავლებლის მიერ ტექსტის წაკითხვა ხმამაღლა და გამოთქმით
·         აბზაცების დასათაურება
კავშირი   ე ს გ-თან,ქართული ენა და ლიტერატურა 3 დ.
მოსწავლე კითხულობს და იგებს მოსმენისას დამუშავებულ ტექსტს
·         სათაურს უკავშირებს ტექსტს
·         ასათაურებს ტექსტის ცალკეულ მონაკვეთებს
·         ტექსტში პოულობს რეპლიკებს და მათ ავტორებს
·         მოსწავლე მოძიებს დამატებით ინფორმაციას,ახდენს ინფორმაციების დახარისხებას
შედეგები,დამოკიდებულება:
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ დადებითი განწყობა გარეული ცხოველების მიმართ,პატივისცემით განეწყობიან მოსწავლეები ერთმანეთისადმი,ისწავლიან აქტიურ მოსმენას.
ცოდნა:
გაეცნობიან აფრიკაში მცხოვრები ცხოველებიდან ერთ-ერთ სახეობას,ჟირაფს და მის შესახებ ისწავლიან როგორც მხატვრული, ისე საინფორმაციო ტექსტიდან
უნარები:
შეძლებენ განასხვავონ შინაური და გარეული ცხოველები,ასევე იპოვონ მსგავსება და განსხვავება სხვადასხვა გარეგნულად მსგავს ცხოველებს შორის.შეძლებენ გამოიყენონ ვენის დიაგრამა ამისათვის
გაკვეთილის მსვლელობა:
მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება,
მოსწავლეებმა იციან განსხვავება შინაურ და გარეულ ცხოველებს შორის,წარმოდგენა აქვთ ზოოპ
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმა:
დიფერენცირებული
დაჯგუფების კრიტერიუმები:
მოსწავლეები იყოფიან კითხვის უნარის მიხედვით, (გამართული კითხვა, ნელი კითხვა).
სასწავლო მასალა:
ტექსტი,ილუსტრაციები,დაფა,ცარცი,ფერადი ფანქრები,სახატავი ფანქრები
სასწავლო მასალის გადანაწილება 2 ჯგუფზე:
მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში: 4-4
1 ჯგუფი-მოსწავლე ასრულებს ნახატს,2 ჯგუფი-ავსებს გრაფას ,,ვიცი,მინდა ვიცოდე,არ ვიცი“
გაკვეთილის მსვლელობა:წაკითხვამდე,კითხვის დროს,კითხვის შემდეგ
წინარე ცოდნის გააქტიურება,საგაკვეთილო პროცესში ჩართვა,ჯგუფებში მუშაობატექსტის საინტრესო მნაკვეთის დახატვა,სიტყვის ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების სქემის შევსება.
შეფასება:
ანალიტიკური შეფასების სქემა

No comments:

Post a Comment